მძღოლ-ექსპედიტორი
თარიღები: 10 სექ - 09 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: oldkakheti@ktw.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 511 451 521
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს და გამოირჩევა სტაბილურობით. KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. 
უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკზე: https://ktwgroup.ge/ 
 
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" შვილობილი კომპანიისთვის ეძებს გუნდის ახალ წევრებს მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე. 
მდებარეობა: ქ.თბილისი 
სამუშაო გრაფიკი: სრული 
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი გამომუშავებით (საშუალოდ +1500 ლარი). 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • კვირაში 5 სამუშაო დღე, (9:30 – 17:30, 1 საათი შესვენება); 
  • საბონუსე სისტემას; 
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევას; 
  • კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას. 
 
ფუნქცია -მოვალეობები: 
  • უზრუნველყოს სასაქონლო ზედნადებისა და ავტომობილში ჩატვირთული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი; 
  • უზრუნველყოს დადგენილი მარშრუტის მიხედვით შეკვეთების დარიგება კონტრაქტორ ობიექტებთან; 
  • უზრუნველყოს პროდუქციის დაუზიანებლად გადაზიდვა; 
  • მუშაობის პროცესი უზრუნველყოს პოკეტში შესაბამისი ინფორმაციის ასახვა; 
  • უზრუნველყოს მითვლილი პროდუქციით დისტრიბუციის ავტომობილის დატვირთვა/დატვირთვის კონტროლი; 
  • კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ავტომობილის ტექნიკური გამართულობა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა); 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 
 
პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლიანი; 
  • პუნქტუალური; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • ორგანიზებული; 
  • ენერგიულობა. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე +995 511 451 521 ან გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: oldkakheti@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მძღოლ-ექსპედიტორი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით. 
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში. 
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!