მერჩენდაიზერი
თარიღები: 10 სექ - 09 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მერჩენდაიზინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: oldkakheti@ktw.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 511 451 521
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს და გამოირჩევა სტაბილურობით. KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. 
უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკზე: https://ktwgroup.ge/   
 
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" შვილობილი კომპანიისთვის ეძებს გუნდის ახალ წევრებს მერჩენდაიზერის პოზიციაზე. 
მდებარეობა: ქ. თბილისი 
სამუშაო გრაფიკი: სრული 
 
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას; 
  • კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას. 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და ხელმძღვანელთან შეთანხმებული პლანოგრამის მიხედვით განლაგება; 
  • პროდუქციის განლაგება FIFO-ს მეთოდის დაცვით; 
  • პროდუქციის ნაშთის, ფასმაჩვენებლისა და ვადების კონტროლი, როგორც დარბაზში ასევე საწყობში; 
  • საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება. 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: 

  • კომუნიკაბელური; 
  • ენერგიული; 
  • ორგანიზებული; 
  • პასუხისმგებლობიანი; 
  • პუნქტუალური; 
  • დეტალებზე ორიენტირებული. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე +995 511 451 521 ან გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: oldkakheti@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მერჩენდაიზერი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში. 
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!