შპს ჯორჯიან პოლიმერი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწე-აღმრიცხველის თანადებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი
- საბუღალტრო პროგრამა "ORIS"-ის საწყის დონეზე ცოდნა
- RS.GE-ზე მუშაობის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებზე პროდუქციის გაცემა და გაცემულ პროდუქციაზე შიდა ზედნადებების გამოწერა
- წარმოების აღრიცხვა
- საწყობში მზა პროდუქციის და ნედლეულის მიღება და მისი აღრიცხვა
- საჭიროების შემთხვევაში ( ბუღალტრის არყოფნისას) ზედნადებების გამოწერა პროგრამა "ORIS"-ში და RS.GE- ზე ატვირთვა
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით, 10.00- დან 18.00 საათამდე ( თვის განმავლობაში 4 დღე Day-off )
- საწყისი ხელფასი: 950 ლარი (ზრდის პერსპექტივით)
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: info.geopoly@gmail.com
მისამართი: ქალაქი თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 72 ( ყოფილი კაიროს ქ. 20 ).
ჩვენი კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახის შესაფუთ მასალებს და მდებარეობს ისანი-სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხიდებთან ახლოს. სასურველია, თუმცა არასავალდებულო, დასაქმების მსურველი ცხოვრობდეს ისანი-სამგორის რაიონში.