მთავარი მოლარე ოპერატორი
2xP PRIORITY Midea
თარიღები: 17 სექ - 08 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  მოლარე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@midea.ge
"Midea"  გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „მთავარი მოლარე ოპერატირის “ პოზიციაზე ფარსადანის # 7-ში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სალაროს ოპერაციების წარმოება, კონტროლი, დღის დახურვა, ინკასაციისთვის ფულის გამზადება; 
  • 1c პროგრამაში ბანკში ჩარიცხული თანხების ასახვა;
  • 1 c პროგრამაში ტერმინალით და ონლაინ გადახდილი თანხის ბანკში რეალურად ასახული თარიღის მიხედვით კორექტირება;
  • საქვეანგარიშო თანხების გაცემა/დაბრუნება, დოკუმენტების მიღება/დაარქივება, ხელმოწერების უზრუნველყოფა;
  • rs.ge -ზე კომპანიის სახელზე შეძენილი ნივთების გადამოწმება ჩეკის მიხედვით (ხარჯის დოკუმენტები, საქვენაგარიშოდ გაცემულ თანხებზე);
  • სხვა მოლარე ოპერატორების სალაროს და სეიფის ნაშთის შემოწმება, შიდა რეპორტების წარმოება; 
  • დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება და პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება.
  • 1 c პროგრამაში მყიდველის შეკვეთის ფასის კორექტირება;
  • 1 c პროგრამაში მყიდველის შეკვეთაზე რეალიზაციის მიბმა და ზედნადების გააქტიურება/დასრულება, ასევე საგარანტიო ტალონის გამოწერა ;
  • 1 c პროგრამაში საქონლის უკან დაბრუნების/გადაადგილების დოკუმენტაციის შექმნა/პროგრამაში ასახვა; 
  • rs,ge -ზე შიდა გადაადგილების ზედნადების დასრულება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ;
  • სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი მსგავს პოზიციაზე);
  • 1 C პროგრამის ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;  
  • ნაღდ ფულთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • სისხარტე;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება:
კადრის გამოცდილების შესაბამისად 

სამუშაო გრაფიკი:
კვირაში 5 სამუშაო დღე 8 საათიანი მცოცავი სამუშაო გრაფიკით. 09-18 საათამდე ან 11-20 საათამდე (გრაფიკი ცვლადია)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge  2024 წლის  10 ოქტომბრამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
გასაუბრება;
ტესტირება;

შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ემტექნიკსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ემტექნიკსის"-ს მიერ სხვა,  პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!