მზარეული
თარიღები: 09 სექ - 08 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1300 +ბონუსი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მზარეული
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.iotahotels@gmail.com
 ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიას, მზარეულის პოზიციაზე.
"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები: 
  • მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება
  • კერძების ხარისხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა
  • კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით
  • „სასტუმრო იოტას“ სამუშაო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა
  • პროდუქტების მარაგის კონტროლი
  • კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი გამზადება
  • არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
  • პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.

პიროვნული მახასიათებლები:
  • პუნქტუალურობა/ ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას.

ფიქსირებული ანაზღაურება - 1300 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1600 ლარამდე ანაზღაურება)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ.N10.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com  წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("მზარეული"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!