მონიტორინგის სპეციალისტი
2xP PRIORITY ისი პარი
თარიღები: 09 სექ - 25 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები:  ხარისხის კონტროლი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr-iciparis@prestige.ge
კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან  ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე.  პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.  
„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.  
„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. 
„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს. 
www.iciparis.gehttps://www.linkedin.com/company/iciparis/ 
 
„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას  მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე  
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა 
სამუშაო გრაფიკი:  11:00-20:00 სთ (1 სთ შესვენება), 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე,   
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მაღაზიაში მომსახურების სტანდარტის დაცვის მონიტორინგი; 
  • მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის შემოწმებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის პროექტებში მონაწილეობა და უშუალო მონიტორინგი; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • სამუშაო გამოცდილება 1 წელი აღნიშნულ პოზიციაზე; 
 
დამატებითი ინფორმაცია 
  • კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: 
  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა; 
  • გასაუბრება; 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge სათაურის ველში მიუთითეთ „მონიტორინგის სპეციალისტი“  

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 25 სექტემბერი, 2024 წ. 
გისურვებთ წარმატებას! 
 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან სხვა ცვლილება რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.