ტექნოლოგი
2xP PRIORITY OMNIC
თარიღები: 09 სექ - 06 ოქტ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
წარმოება/ოპერაციები:  ტექნოლოგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: mg@omnic.pro
OMNIC აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგის პოზიციაზე
მდებარეობა: რუსთავი
დეპარტამენტი: წარმოება
ანგარიშებს აბარებს:წარმოების დირექტორი
OMNIC-ის შესახებ https://www.omnic.net/
OMNIC არის ინოვაციური IT კომპანია, რომელიც 2012 წლიდან ქმნის ავტომატიზაციის გადაწყვეტილებებს და მხარს უჭერს მათ დანერგვას კომპანიებში იდეიდან მასშტაბირებამდე. ჩვენ გვაქვს ამბიცია გავხდეთ ნომერ პირველი ლოგისტიკის, ელექტრონული კომერციის და საცალო სექტორებში.
ჩვენი სპეციალიზაცია და მიმართულება არის ავტომატური თვითმომსახურების აპარატების შემუშავება. 2019 წელს ჩვენი ერთ-ერთი პროექტი შეიტანეს გინესის რეკორდებში, როგორც „მსოფლიოში ყველაზე დიდი გაცემის წერტილი ერთ ადგილას“. ჩვენ წარმოვადგინეთ აპარატურულ-პროგრამული კომპლექსი 1182 უჯრით.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით და არ ვაპირებთ გაჩერებას.
ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ტექნიკას; ჩვენ ვზრუნავთ მომხმარებლებზე და ვაკმაყოფილებთ მათ საჭიროებებს. ჩვენი ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებებით, რაც ხელს ვუწყობთ მათი შემოსავლების ზრდას.
ჩვენი კომპანია სრულყოფილად ასრულებს თავის მისიას და ჩვენ თანამდვილებით ვიცით, რომ ვიღებთ იმას, რისთვისაც ვმუშაობთ და არა მხოლოდ ვოცნებობთ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველაზე ნიჭიერ ხალხთან, ვიღებთ ენერგიას ჩვენი გამარჯვებებიდან და ვიყენებთ მას კიდევ უფრო ძლიერი შედეგების მისაღწევად!
ჩვენი მისია: https://www.youtube.com/watch?v=jE6gob5TBlU

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • თანამედროვე ელექტრო-ტექნიკის ცოდნა ;
  • AutoCad ცოდნა;
  • SOLIDWORKS-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური თეორიული განათლება;
  • ელექტრო–ტექნიკის შეკეთების გამოცდილება( სასურველია);
  • ელექტრო–სქემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • 5C მიდგომების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • წარმოების დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • ფურცლოვანი მეტალის დამუშავების დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;

ფუნქცია–მოვალეობები:
  • ტექნოლოგიური რუკების შემუშავება წარმოების ყველა ეტაპზე;
  • პროგრამების წერა CNC / CNC აპარატისთვის (საჭიროების შემთხვევაში ტრენინგი);
  • თანამშრომლების გადამზადება;
  • ტექნოლოგიური აღჭურვილობის განვითარებაში მონაწილეობა;
  • პლაზმის აპარატისთვის პროგრამის დაწერა და საჭიროების შემთხვევაში მისი სწავლება;

უპირატესობები:
  • გამოცდილების შესაბამისი ხელფასისა და შეღავათების კონკურენტული პაკეტი;
  • პროფესიული ზრდისა და წინსვლის შესაძლებლობა დინამიურ და მზარდ ორგანიზაციაში;
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო, გუნდურ მუშაობაზე და ინოვაციებზე ორიენტირებული;
  • თვითგანვითარების, სწავლის და ტრეინიგების დაფინანსება;
  • უნიკალური შესაძლებლობა მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა კულტურულად მდიდარ და მრავალფეროვან გარემოში;
  • გადადგით შემდეგი ნაბიჯი თქვენს კარიერაში და გახდით მთავარი მოთამაშე საქართველოში ჩვენი
  • წარმოების ოპერაციების მომავლის ფორმირებაში.
  • ყველა კანდიდატი უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს, (სასურველია რუსულის ცოდნა).

რეზიუმეების გამოგზვნის ბოლო ვადა: 10.10. 2024

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის პისამართზე: vacancy@omnic.pro
რეზიუმეს გაგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. მადლობას ვუხდით ყველა დაინტერესებულ პირს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ OMNIC-მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანია OMNIC -ის ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!