ანაზღაურებადი სტაჟირება კანცელარიის სამსახურში
თარიღები: 09 სექ - 08 ოქტ
მდებარეობა: ზესტაფონი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
მივლინება: არა
ადმინისტრაცია:  ადმინისტრაციული თანაშემწე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@vacancy.com.ge
კომპანია ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის  კანცელარიის სამსახურში.
სამუშაო ადგილი: ქ. ზესტაფონი,არჩილ და იუზა ცქიტიშვილების ქ. 9 ; 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 17:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დოკუმენტების გადარჩევა/დახარისხება ;
  • სხვადასხვა დოკუმენტის აღრიცხვა, აკინძვა და დაარქივება;
  • მასალების ელექტრონული აღრიცხვა და ბაზის შექმნა;
  • დოკუმენტების საცავის ინვენტარიზაცია და სხვა ლოჯისტიკური დავალებების შესრულება;

აუცილებელი ცოდნა და უნარები:
  • კომპიუტერული პროგრამები (Ms office);
  • დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:    “სტაჟირება კანცელარიის სამსახურში”. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი;  კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.ჯორჯიან მანგანეზი გისურვებთ წარმატებებს!