შპს "მომ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ადმინისტრატორის პოზიცია.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი;
- მომსახურების მიღება-ჩაბარებები შედგენა-გაფორმება ხელშეკრულების შესაბამისად;
- მონაცემების დამუშავება მომწოდებლებთან-კონტრაქტორებთან შედარება და ინფორმაციის გადაცემა შესაბამის სამსახურთან;
- შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი; სს თელასი; შპს თბილის ენერჯი და სხვა საკომუნიკაციო ორგანიზაციებთან მიმოწერა და შესაბამისი კორესპონდენციის მართვა;
- პროექტების მიხედვით არქივის წარმოება, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციების ატვირთვა სისტემაში;
- პროექტების ხარჯების ანალიზი;
- პროექტის ვადების, ხარჯების და შესრულების შესახებ პროექტის მენეჯერებთან შედარების წარმოება;
- ვალდებულების ფარგლებში საქმიანი პროცედურების წარმოება კომპანიაში;
- პროექტების მენეჯერი დავალებით მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებზე მოლაპარაკება;
გამოცდილება:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან
- გამოცდილების გარეშე პირმა უნდა შეძლოს, ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების მართვა რაზეც უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი; (სამოტივაციო წერილის შინაარსი თავისუფალია)
- (გამოცდილების ან სამოტივაციო წერილის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება).
- აუცილებელი ცოდნა: MS Office ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel პროგრამის საოფისე დონეზე ცოდნა;
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00 - 18:00
ანაზღაურება: 2000-2200 ლარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე და ასევე ნამუშევრები გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე momgroupp@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სამშენებლო პროექტების ადმინისტრატორის პოზიცია." გისურვებთ წარმატებას!