ღამის ცვლის ადმინისტრატორი
2xP PRIORITY Silver 39 Corner Hotel
თარიღები: 09 სექ - 08 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 950
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ადმინისტრატორი (HoReCa)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hotel@silver39.ge
ვერცხლის ქუჩაზე მდებარე, 21 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "Silver 39 Corner Hotel" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (2 ღამე მუშაობა 2 ღამე დასვენება)
ანაზღაურება: 950 ლარი.

მიმღების თანამშრომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა
  • სტუმრის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში ასახვა
  • სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა და გადახდების მუდმივი კონტროლი
  • შემომავალ ზარებზე პასუხი და ზარის გადამისამართება
  • სასტუმროს ფასების და მომსახურების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
  • სტუმრის ბარათის შემოწმება პრეავტორიზაციისთვის
  • ელექტრონული გასაღების რეგისტრაცია/გაუქმება
  • გაყიდული და გასაყიდი ოთახების მართვა პროგრამაში
  • სერვისთან დაკავშირებული, სტუმრის ყველა მოთხოვნის უზრუნველყოფა
  • დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება Check-in და Check-out -ზე;
  • დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება მასზედ, რომ ნომერი გათავისუფლდა და საჭიროებს დალაგებას
  • მიმღების სივრცის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მითითებების შესრულება

მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს:
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე)
  • სასურველია პროგრამა ,,FIDELIO’’ს ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hotel@silver39.ge
- გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.