დასუფთავების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი გალერი პალასი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)

თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე  სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის   პოზიციაზე. სასტუმრო ,,გალერი პალასი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ  გარემოში.


ძირითადი მოვალეობები: 

  • მისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში სისუფთავის უზრუნველყოფა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ჰიგიენური და კეთილგანწყობილი;
  • ენერგიული და შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური და დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ; 
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი;


ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
  • თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  განაცხადები მიიღება 2024 წლის 30 სექტემბრამდე!

სასტუმრო ,, გალერი პალასი“ გისურვებთ წარმატებას!