თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე. სასტუმრო ,,გალერი პალასი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
- მისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში სისუფთავის უზრუნველყოფა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- ჰიგიენური და კეთილგანწყობილი;
- ენერგიული და შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური და დისციპლინირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
- თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განაცხადები მიიღება 2024 წლის 30 სექტემბრამდე!
სასტუმრო ,, გალერი პალასი“ გისურვებთ წარმატებას!