ანაზღაურებადი სტაჟირება/ინჟინერ-ინსპექტორი ელექტრო დარგში

კასპი სტაჟირება ჰანიველ ცემენტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
“ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.  

ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგანაცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას  კასპის ცემენტის ქარხანაში ინჟინერ-ინსპექტორის (ელექტრო დარგში) პოზიციაზე. 
სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2  
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 საათი  
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 

ძირითადი მოვალეობები: 
  • სქემების, პროექტების და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა; 
  • ელ. კაბელებისს, ბუნებრივი აირის, წყლის მილგაყვანილობების შემოწმებაში ჩართულობა და სათანადო დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება; 
  • ენერგოსამსახურში ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის, დამცავი საშუალებების და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის გამართული მუშაობის მონიტორინგში ჩართულობა; 
  • აგრეგატების მუშაობის კონტროლი; 
  • ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირება და ხელმძღვანელის დროული ინფორმირება. 
  • იმოქმედოს MIP პროცედურების შესაბამისად; 
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 
  • უმაღლესი ან პროფესიურლი განათლება ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით 
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 

არსებული ბენეფიტები: 

  • კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას; 
  • ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად; 
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით; 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე:  vacancy@cement.ge(ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით. 
 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი ინჟინერ-ინსპექტორი ელექტრო დარგში (კასპი) 
 
გისურვებთ წარმატებას! 
  
  
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.  
  
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.  
  
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.   
  
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.