ტრენინგ კურსი დამწყები ჟურნალისტებისთვის

მივლინება: არა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: ტრენინგ კურსები
ტრენინგ კურსი დამწყები ჟურნალისტებისთვის  მედიასკოლა „ჰორიზონტი“ იწვევს ჟურნალისტიკით დაინტერესებულ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტებს პრაქტიკულ კურსებზე. 
კურსის ხანგრძლივობაა სამი თვე, რა დროსაც მომავალი ჟურნალისტები გაივლიან როგორც თეორიულ, აგრეთვე პრაქტიკულ სწავლებას. 
 
თეორიული და პრაქტიკული კურსი ძირითადად ორ მიმართულებას მოიცავს: 
  • online მედია, ანუ ინტერნეტპლატფორმებზე მუშაობა და ტელევიზია. 
  • სამი თვის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან საინფორმაციო სააგენტოს მუშაობის პრინციპს (ინფორმაციის მოპოვება, მართლწერის კულტურა, კომენტარის გაშიფვრა) და განახორციელებენ მას პრაქტიკაში. 
  • აგრეთვე, გაეცნობიან ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის მუშაობის პრინციპს (სიუჟეტის დაგეგმვა, აწყობა, გახმოვანება), მოამზადებენ სატელევიზიო სიუჟეტებს, რომელთაგან საუკეთესოები განთავსდება ჩვენი ინტერნეტ-ტელევიზიის ვებ გვერდზე. 
  • წარჩინებული მსმენელები სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებში, აგრეთვე ინტერნეტ-ტელევიზიაში. 

კურსის ღირებულება 275 ლარი (ერთი თვე); 
სამივე თვის ერთიანად გადახდის შემთხვევაში 225 ლარი (ერთი თვე); 
 
დამატებით ინფორმაციას დაინტერესებული პირები ღია კარის დღეზე მიიღებენ, რომელიც სექტემბრის მეორე ნახევარში გაიმართება. 
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი მონაცემები - დაბადების წელი, სტატუსი (სტუდენტი; მოსწავლე) და საკონტაქტო ნომერი შემდეგ მისამართებზე: mediahorizonti@gmail.com ან nsp@nsp.ge 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.