საწყობის უფროსი

ბათუმი სრული განაკვეთი ბი ემ ეს
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე, ბათუმში.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა : ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის 5.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 – 18:30 სთ. შაბათი 09:00-15:00  დასვენების დღე კვირა, შესვენება დღეში 1 საათი.
ანაზღაურება: შეთანხმებით.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა;
  • საქონლის შეკვეთების მიღების, გაგზავნის და მომხმარებელთან დროულად მიტანის დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • სასაწყობე მარაგების გადახედვა და კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის მომსახურებასთნ დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • საწყობის თანამშრომელთა შორის სამუშაოს გადანაწილება, კოორდინირება, მართვა.

მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე:  career@bms.ge  
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
Tel: +995 595089796

გისურვებთ წარმატებებს!
„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს)  გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ  შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე  შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე),  თქვენი, როგორც  ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის  , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“