მძღოლ ექსპედიტორის დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი ბი ემ ეს
მივლინება: არა ხელფასი: 1200
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარის პოზიციაზე. 
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.  
www.bms.ge 
 
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, გრიგოლ ხანთძელის N2. 
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე,  სამშაბათი-შაბათი 09:00 – 18:30სთ. შესვენება დღეში 1 სთ. 
დასვენება: კვირაში ორი დღე, კვირა-ორშაბათი.  
ანაზღაურება: 1200 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • პროდუქტის დატვირთვა-დაცლა; 
  • შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება; 
  • სალარო აპარატთან მუშაობა; 
  • საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება; 
  • ობიექტებიდან თანხის აღება/გამოტანა. 
 
მოთხოვნები: 
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა); 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 
 
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge  
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. 
Tel: +995 595089796 
გისურვებთ წარმატებებს! 
„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს)  გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ  შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე  შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე),  თქვენი, როგორც  ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის  , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“