უძრავი ქონების სააგენტო "MAISON CAPITAL" აცხადებს ვაკანსიას. ჩვენ ვეძებთ მეგობრულ და შრომისმოყვარე კანდიდატებს უძრავი ქონების აგენტის (გაყიდვების კონსულტანტის) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00-სთ-დან 18:00-სთ-მდე.
ანაზღაურება მხოლოდ გამომუშავებით: 1000-5000 ლარამდე (შესაძლებელია მეტი, დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე).
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში;
- სასურველია უცხო ენის/ენების (ინგლისური და სხვ.) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მოლაპარაკების წარმართვა;
- მომსახურების გაწევა;
- შეხვედრების დაორგანიზება და წარმართვა;
- გამართული მეტყველება.
- რეპორტინგი;
- განცხადებების ატვირთვა;
- სატელეფონო ზარების და მეილების პასუხი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გამართული მეტყველების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- შრომისმოყვარეობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენი შემოთავაზება:
- მეგობრული გარემო;
- კარიერული წინსვლა;
- კორპორაციული ნომერი;
- ულიმიტო სასაუბრო დრო;
- ბალანსი, საიტებზე სამუშაოდ;
- საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლა;
- თეორიული ტრენინგები: გაყიდვები, კლიენტთან ურთიერთობა, მომსახურება და სხვ.
- ლეპტოპი სამუშაოდ;
- საუკეთესო თანამშრომლები კი დასაჩუქრდებიან სხვადასხვა პრიზებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
maison.capital2024@gmail.com წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "აგენტის პოზიცია".
აუცილებელი მოთხოვნაა: კანდიდატს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი (პარალელურად არ უნდა მუშაობდეს)