უძრავი ქონების აგენტი

თბილისი სრული განაკვეთი Maison Capital
მივლინება: არა
გაყიდვები: უძრავი ქონება სამშენებლო, უძრავი ქონება: უძრავი ქონების აგენტი
უძრავი ქონების სააგენტო "MAISON CAPITAL" აცხადებს ვაკანსიას. ჩვენ ვეძებთ მეგობრულ და შრომისმოყვარე კანდიდატებს უძრავი ქონების აგენტის (გაყიდვების კონსულტანტის) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00-სთ-დან 18:00-სთ-მდე.  
ანაზღაურება მხოლოდ გამომუშავებით: 1000-5000 ლარამდე (შესაძლებელია მეტი, დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე).

ძირითადი მოთხოვნები: 
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში;
  • სასურველია უცხო ენის/ენების (ინგლისური და სხვ.) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მოლაპარაკების წარმართვა;
  • მომსახურების გაწევა;
  • შეხვედრების დაორგანიზება და წარმართვა;
  • გამართული მეტყველება.
  • რეპორტინგი;
  • განცხადებების ატვირთვა;
  • სატელეფონო ზარების და მეილების პასუხი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.
  
ჩვენი შემოთავაზება:
  • მეგობრული გარემო; 
  • კარიერული წინსვლა;
  • კორპორაციული ნომერი; 
  • ულიმიტო სასაუბრო დრო;
  • ბალანსი, საიტებზე სამუშაოდ; 
  • საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლა; 
  • თეორიული ტრენინგები: გაყიდვები, კლიენტთან ურთიერთობა, მომსახურება და სხვ.
  • ლეპტოპი სამუშაოდ;   
  • საუკეთესო თანამშრომლები კი დასაჩუქრდებიან სხვადასხვა პრიზებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maison.capital2024@gmail.com წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "აგენტის პოზიცია".

აუცილებელი მოთხოვნაა: კანდიდატს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი (პარალელურად არ უნდა მუშაობდეს)