1C ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ევრომეტალი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: 1C სპეციალისტი
"ევრომეტალი" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • "ნომენკლატურის ბაზის ადმინისტრირება;
  • "ახალი კონტრაგენტის დამატება - მომწოდებლის ან კლიენტის რეკვიზიტები, ხელშეკრულება, შეთანხმება, ანგარიშსწორების პირობები და აშ;
  • "რეალიზაციის დოკუმენტის გაფორმება.
  • "პროგრამის და RS-ის შედარება.
  • "შემომავალ ზარებზე პასუხი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან შეგასწავლით ადგილზე
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: ლილო-მარტყოფის ტერიტორია (საშემოსავლო სამსახურთან)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე:   info@eurometal.ge   და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (1c ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.