იურიდიული დეპარტამენტის ექსპერტი
თარიღები: 09 სექ - 04 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი
ენები: ინგლისური
იურიდიული:  იურისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gogc.ge
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: იურიდიული დეპარტამენტის ექსპერტი
აპლიკაციის  ბოლო ვადა: 4 ოქტომბერი

პოზიციის ძირითადი ამოცანებისა და პასუხისმგებლობების მიმოხილვა:

ძირითადი ფუნქციები:
  • ხელშეკრულებების, კორესპონდენციების, ოქმების და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა და სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • კორპორაციის საქმიანობის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან ურთიერთობა;
  • კორპორაციის სახელით იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან გასამართ მოლაპარაკებებშიმმმონაწილეობისმმმიღება.
  • სასამართლოებში წარმომადგენლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი).
  • სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება (სასურველია დაინტერესებულ პირს გააჩნდეს ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე (MS Office პროგრამები, excel);
  • ენები: - ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.
  • სამოქალაქო და სამეწარმეო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
  • სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ცოდნა;
  • ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დისციპლინირებულობა; 
  • პასუხისმგებლებისა და ორგანიზებულობის მაღალი ხარისხი;
  • პრობლემის იდენტიფიკაციის და მისი გადაჭრის უნარი;
  • ინიციატივების გამოჩენის უნარი;
  • რისკების შეფასების უნარი. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, CV (Curriculum Vitae) და სამოტივაციო წერილი გადმოაგზავნეთ სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gogc.ge 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 21, სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც დამატებით ეცნობებათ. 
„სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“  მხარს უჭერს თანაბარ შესაძლებლობებს და  უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოს მისი თითოეული თანამშრომლისთვის.

შენიშვნა: 
დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. 
გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო და საგანმანათლებო მოთხოვნებს.