მუზეუმის გიდი
თარიღები: 10 სექ - 08 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
ტურიზმი/გართობის სექტორი:  გიდი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: experimentoriumge@gmail.com
პირველი ინტერაქტიული და სამეცნიერო მუზეუმი "ექსპერიმენტორიუმი" თბილისში 2016 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილია 70-მდე ექსპონატი, რომლებიც ფიზიკის კანონების თვალსაჩინოებას ახდენს. მუზეუმის ყველა ექსპონატი ინტერაქტიურია, რაც იმას ნიშნავს რომ მათთან შეხება და გამოცდა არათუ ნებადართული, არამედ - აუცილებელია!

გარდა ფიზიკის ექსპოზიციისა, "ექსპერიმენტორიუმში" წარმოდგენილია ქიმიის ლაბორატორია, სადაც ქიმიური ცდები მარტივი, ყველასათვის გასაგები და სახალისო მეთოდებით ტარდება. ისევე როგორც ფიზიკის საგამოფენო სივრცე, ქიმიური ცდებიც ინტერაქტიური ხასიათისაა (უსაფრთხოების ფარგლებში).

ექსკურსიისა და ქიმიური ცდების გარდა, სამეცნიერო მუზეუმში ტარდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამა სკოლისა და ბაღის მოსწავლეებისთვის.
"ექსპერიმენტორიუმში" შესაძლებელია დაბადების დღის აღნიშვნა, კორპორატიული და სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარება.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მხიარულ ადამიანს მუზეუმის გიდის პოზიციაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
  • ფლობს ქართულ, ინგლისურ და/ან რუსულ ენებს და საუბრობს გამართულად!
  • არის თავაზიანი, კომუნიკაბელური, დეტალებზე ორიენტირებული, აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და უყვარს ბავშვები.
  • შეუძლია დროის სწორად გადანაწილება და სტრესულ გარემოში მუშაობა

მოვალეობები:
  • მუზეუმში მოსული ვიზიტორებისთვის ექსკურსიისა და ქიმიური შოუების ჩატარება სხვადასხვა შიდა და გარე ღონისძიებების ფარგლებში.
  • მუზეუმში არსებული ყველა პროგრამის შესწავლა და ჩატარება

პირობები:
  • სრული ან ნახევარი განაკვეთი
  • საათობრივი ანაზღაურება
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი ძალიან მოკლე CV შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: experimentoriumge@gmail.com.
სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ "მუზეუმის გიდი".
ჩვენი მხრიდანაც დაინტერესების შემთხვევაში, სხვა ყველა დეტალური ინფორმაციით დაგიკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.