ქსელური მარკეტების მერჩენდაიზერი
2xP PRIORITY ბარამბო
თარიღები: 09 სექ - 08 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მერჩენდაიზინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@barambo.ge
შპს „ბარამბო“ წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
ბარამბო“ ორიენტირებულია მაღალპროფესიონალი კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას. 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას  ქსელური მარკეტების მერჩენდაიზერის  თანამდებობაზე თბილისში. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია,  აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა;
  • საკუთარი ავტომობილი;

პიროვნული თვისებები:
  • სისწრაფე, ოპერატიულობა;
  • გაწონასწორებულობა;
  • დაკვირვებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;

ძირითადი მოვალეობები:
  • სამოქმედო რეგიონში განთავსებული დიდი ფორმატის მარკეტების სრული მერჩენდაიზინგული მომსახურება;
  • კომპანიის პროდუქციისა და ფასების ცოდნა;
  • ბარამბოს მერჩენდაიზინგული სტანდარტების ცოდნა;
  • ობიექტების კლასიფიკაციის, ზონირების და პოზიციების ცოდნა;
  • სტანდარტული ინვენტარის და მისი დასახელებების ცოდნა;
  • მის მარშრუტზე არსებულ სავაჭრო წერტილებში კომპანიის ინვენტარის არსებობის ცოდნა;
  • მის მარშრუტზე არსებული ახალი ობიექტების მოძიება, და მათთან დროული ურთიერთობის დამყარება; 
  • მის ზონაზე არსებულ დისტრიბუტორთან ყოველდღიური შეთანხმებული მუშაობა;
  • მარშრუტზე არსებული სავაჭრო წერტილებში პროდუქციის და ასორტიმენტის შევსებადობის, ასორტიმენტის ნაშთების მონიტორინგი;
  • კომპანიის  მერჩენდაიზინგული სტანდარტების დაცვა;
  • კონკურენტული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, ყოველდღიური რეპორტინგი;
  • სხვადასხვა პრომო აქციებში აქტიური მხარდაჭერა, მონიტორინგი;
  • საწვავისა და ოდომეტრის აღრიცხვა;
  • დოკუმენტაციის წარმოება;
  • სუპერვაიზერთან ყოველდღიური რეპორტინგი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე:  hr@barambo.ge არაუგვიანეს  2024 წლის 23  სექტემბრისა;

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.