კონსულტანტი
თარიღები: 19 სექ - 08 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Tbilisi.vacancy@8000vintages.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 598909694
ღვინის მაღაზია/ბარი „8000 მოსავალი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, თბილისში

ვინ ვართ ჩვენ
8000 მოსავალი არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც ყველა ღვინო შერჩეულია
დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით. დღეს მაღაზიაში გვაქვს 1000-მდე რჩეული ღვინო. 
ჩვენს ბარში სტუმრებს ვუმასპინძლდებით მხოლოდ ცივი, ღვინოსთან მისაყოლებელი ხემსით.
ვატარებთ ბევრ ღონისძიებას, რათა გავზარდოთ ცოდნა ღვინის შესახებ და შევქმნათ ღვინის სმის მართებული კულტურა.
ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო.
ამ ეტაპზე გვაქვს 6 მაღაზია/ბარი და ონლაინ მაღაზია.

რას მიიღებთ ჩვენგან
  • გუნდთან ერთად მუშაობას, რომელიც გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო
  • ბევრი ღვინის გასინჯვას და ცოდნას ღვინოზე
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას
  • ფიტპასის აბონიმენტს შეღავათიან ფასში

მოთხოვნები
  • პუნქტუალურობა
  • ინტენსიურ პირობებში მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გამოცდილება სასურველია მაგრამ არა აუცილებელი.

იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო განრიგი არის რამოდენიმე სახის  და ანაზღაურებაც განისაზღვრება არჩეული განრიგის შესაბამისად ამ დეტალებზე შეთანხმება მოხდება გასაუბრები დროს .

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: Tbilisi.vacancy@8000vintages.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „კონსულტანტი“
ან დაგვიკავშირდით: +995 598909694
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან .