მძღოლი-ექსპედიტორი

თბილისი სრული განაკვეთი რითეილ ლოგისთიკა
მივლინება: არა ხელფასი: 1400
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: სატვირთო მანქანის მძღოლი ავტო-მოტო სერვისი: სატვირთო ავტომობილის მძღოლი
კომპანია “რითეილ ლოგისტიკა“ საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო  ბრენდების  DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია “რითეილ ლოგისტიკა” აცხადებს ვაკანსიას  მძღოლი-ექსპედიტორის  პოზიციაზე ქ.თბილისში.

ანაზღაურება: 1400 ლარი;

სამუშაო პირობები: 5 სამუშაო დღე, 08:00სთ - 17:00სთ.


ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტისთვის   პროდუქციის  მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში პროდუქციის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • სალარო აპარატთან მუშაობა;
  • საწვავის საგზურის გაშიფვრის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა; 
  • სატვირთო მანქანის მინიმუმ 2 წლიანი მართვის გამოცდილება;
  • ქონებრივი უზრუნველყოფა - 10000 ლარამდე.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 34 93 30 / 577 30 59 11 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: vacancy@gfs.ge. გთხოვთ, „subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მძღოლი - ექსპედიტორი“.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

„თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს  „რითეილ ლოგისტიკის“ (ს/კ 406286674) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,დასაქმების მსურველი პირის  არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე office@gfs.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40. 
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.“