კომპანია „ქართული ღვინის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე (ქსელური მარკეტებისათვის).
მოთხოვნები:
- სასურველია მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- გამართული მეტყველება და კარგი კომუნიკაციის უნარი ;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ახალი მასალის სწრაფად ათვისების უნარი;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე დადგენილი მარშრუტის მიხედვით ვიზიტი;
- საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და სექციაში პლანოგრამის მიხედვით განლაგება;
- მერჩენდაიზინგის წესების დაცვა.
- სავაჭრო ობიექტებში წარმოდგენილი პროდუქციის სრული ასორტიმენტის, ბრენდებს შორის არსებული ხარისხობრივი უპირატესობების ცოდნა;
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის ნაშთისა კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, შეკვეთის განხორციელება;
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის, ფასმაჩვენებლებისა და სარეკლამო მასალების მონიტორინგი და განახლება;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
- პროდუქციის პოზიციების გაზრდაზე ზრუნვა.
ანაზღაურება/ბენეფიტები: 1200 ლარი; ჯანმრთელობის დაზღვევა; საწვავით უზრუნველყოფა.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 სთ-დან დღის გეგმის შესრულებამდე (მაქსიმუმ 18:30სთ-მდე)
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე:
hr.gwhouse@gmail.comაუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!