არაალკოჰოლური სასმელების კატეგორიის ხელმძღვანელი

მივლინება: არა
გაყიდვები: კატეგორიის მენეჯერი
სს ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი მარკეტინგის გუნდში აცხადებს ვაკანსიას არაალკოჰოლური სასმელების კატეგორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • ბაზრის ანალიზი, კონკურენტების აქტივობების, ძირითადი მიმართულებებისა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
  • განსაზღვრული მარკეტინგული გეგმის შესრულება 360 გრადუსიანი აქტივობის გზით;
  • კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ანალიზი, მათი ეფექტურობის შეფასება ან/და ოპტიმიზაცია;
  • ბრენდის სტრატეგიის შემუშავება და ბაზარზე სხვადასხვა შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • მოცემული ბრენდისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის შემუშავება, მართვა და დანახარჯების კონტროლი;
  • ბრენდის შედეგებზე სხვადასხვა ტიპის ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
  • ახალი ბრენდის/პროდუქტის გაშვების დაგეგმვა, შესაბამისი პროცესების მართვა და კონტროლი;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი;
  • ტრეინინგების დაგეგმვა და ჩატარება გაყიდვების გუნდისთვის და პარტნიორებისთვის;
  • პროდუქტის ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობა;
  • განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სისტემური გატარებების განხორციელება და კონტროლი;
  • სხვადასხვა შემოთავაზების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
  • კომპანიაში არსებულ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტების ფარგლებში ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავს სფეროში);
  • FMCG სექტორში, მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება 
  • აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • გაყიდვების და მარკეტინგული სტატეგიების ცოდნა;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური (ვერბალური და წერილობითი) უნარები;
  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • პროცესების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;

დამატებითი პირობები:
  • ტრანსპორტირება;
  • კვება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 6 ოქტომბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას  ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე.  იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge, თქვენი სახელის და გვარის მითითებით.