Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
Cenomi Retail 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.
კომპანია Cenomi Retail Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70, სითი თაუერი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ( ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)
ფუნქცია-მოვალეობები:
- დაეხმაროს ბუღალტერს ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვაში, კერძოდ:
- ბანკის ამონაწერის დამუშავება და პროგრამაში გატარება;
- ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
- შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული დადასტურება rs.ge-ზე;
- ხარჯებთან დაკავშირებული სისტემური დოკუმენტების (PO) შექმნა;
- სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში აღრიცხვა, ბუღალტრის მითითების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კურსდამტავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
- სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
- ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- დროის მართვის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე cvgeo@cenomi.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში