ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში

თბილისი სტაჟირება Cenomi Retail
მივლინება: არა ხელფასი: 700
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: სტაჟიორი (ბუღალტერია)
Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

Cenomi Retail 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ  შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius,  Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol,  Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

კომპანია Cenomi Retail Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70, სითი თაუერი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ( ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 
ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დაეხმაროს ბუღალტერს ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვაში, კერძოდ:
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება და პროგრამაში გატარება;
  • ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული დადასტურება rs.ge-ზე;
  • ხარჯებთან დაკავშირებული სისტემური დოკუმენტების (PO) შექმნა;
  • სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში აღრიცხვა, ბუღალტრის მითითების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კურსდამტავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური  და კრიტიკული აზროვნება
  • ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • დროის მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ  CV შემდეგ  მისამართზე cvgeo@cenomi.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში