დაცვის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი Hotels & Preference Hualing Tbilisi
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისი (Hotels & Preference Hualing Tbilisi), თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, „ჰოთელს & პრეფერენსის“ პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში.  
„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე, ევროპული სტილის 246 ნომერს,  ბარ-რესტორნებს ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 6 დამატებითი შეხვედრების ოთახით. 
Hotels & Preference Hualing Tbilisi აცხადებს ვაკანსიას: დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს; 
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კვებით უზრუნველყოფას; 
  • წვდომას რეკრეაციულ ცენტრზე; 
  • სამუშაოს ზოგადი მიმოხილვა: 
  • სასტუმროს სტუმრების და  თანამშრომლების უსაფრთხოების და ტერიტორიის დაცვა. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • უზრუნველყოს სასტუმროს თანამშრომლების, სტუმრების  და სასტუმროს საკუთრების დაცვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს  შენარჩუნება; 
  • სასტუმროს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის რეგულარული პატრულირება; 
  • სასტუმროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის კონტროლი; 
  • არასტანდარტული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და სათანადო რეაგირება; 
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული მოვალეობების, შიდა პროცედურებისა და სტანდარტების დაცვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • დაცვის სამსახურში მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; 

პიროვნული უნარები: 

  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
სამუშაო ადგილი:  თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ, თბილისის ზღვის ახალი უბანი. 
 
 
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hotelspreference.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. 
გისურვებთ წარმატებას! 
 
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებით: რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით - ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისმა დაამუშაოს  თქვენი როგორც კანდიდატის პერსონალური მონაცემები არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.  
ზემოაღნიშნული მიზნით, თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია ჰოტელს ენდ პრეფერენს თბილისის მიერ შეინახება და დამუშავდება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთან ერთად  
თქვენ უფლებამოსილი ხართ: 
მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი ამუშავებს თქვენს შესახებ; 
ასევე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნულის თაობაზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@hotelspreference.ge
თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@hotelspreference.ge სახელწოდებით “რეზერვი”. მიღებული ინფორმაცია შესაბამის რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 1 (ერთი)  წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, კი რეზიუმე წაიშლება. 
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 
If you would like your resume to be considered for future job openings, please send your resume and consent to the following email address. To the mail: hr@hotelspreference.ge under the name "Reserve". Received information in the appropriate reserve and will contact you if there is a vacancy corresponding to your interests, knowledge and experience. However, please note that your resume will be kept in reserve for a period of 1 (one) year. After the deadline, the resume will be deleted. 
In case of providing a document/information other than the document/information requested for the vacancy by the candidate, which contains a person's personal data and/or a special category of personal data and is not necessary for the company to make a decision on employment, the company informs you that such data will be automatically destroyed in the "Personal Data on protection" in accordance with the law of Georgia.