ვეტერინარული კომპანია "როქი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი- დისტრიბუტორის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოში. კომპანია "როქი" 2006 წლიდან ეწევა სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ვაქცინების, საკვებისა და საკვებდანამატების, ცხოველთა კვებისა და მოვლის საშუალებების სრული სპექტრის რეალიზაციას. „როქის“ სადისტრიბუციო ქსელი ფარავს საქართველოს ყველა რეგიონს, ემსახურება ვეტ-აფთიაქებსა და ფერმერთა მომსახურების ცენტრებს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: თბილისი + აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის დროულად მიწოდება და კონტროლი;
- პროდუქციის მიტანისას საბუთებისა და რაოდენობის კონტროლი
- პროდუქციის დატვირთვა და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა;
- სატრანსპორტო საშუალებების წესრიგზე ზრუნვა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მართვის მოწმობა მინ. B კატეგორია, სასურველია C კატეგორიაც
- კომუნიკაბელური
- მოტივირებული
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
ანაზღაურება: ფიქსირებული 1400 ლარი + ბონუსი
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: roqi@agro.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 597 14 10 93
გისურვებთ წარმატებებს!