მიკრო ბიზნესის ბანკირი

თბილისი სრული განაკვეთი ტერაბანკი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
საბანკო: კორპორატიული ბანკირი
ტერაბანკის თბილისის ფილიალში  მიკრო ბიზნესის ბანკირს ვეძებთ. 
ტერაბანკი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი  სტანდარტის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. 

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:  
  • გაქვს მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი 
  • შეგიძლია გუნდურად მუშაობა და ხარ შედეგზე ორიენტირებული 
  • კრიტიკულ სიტუაციებში მარტივად იღებ გადაწყვეტილებას 
 
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:  
  • საბანკო/საფინანსო სფეროში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება 
  • ფინანსური უწყისების მომზადების  მაღალ დონეზე ცოდნა 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მათ შორის Excel-ის პროგრამის) 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე 
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი  უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები 
 
სამუშაო პირობები: 
  • ადგილმდებარეობა: თბილისის რომელიმე ფილიალი 
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. 
  • ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი  
 
შენი მოვალეობა იქნება: 
  • მიკრო და მცირე სეგმენტის კლიენტების მოზიდვა/შენარჩუნება და მათთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა 
  • მიკრო და მცირე სეგმენტის სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება, და გაცემა 
  • ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე, საკრედიტო პორტფელის ზრდაზე და ხარისხზე ზრუნვა 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე |  tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | მიკრო ბიზნესის ბანკირი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. 
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.  
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. 
გისურვებთ წარმატებას!