ჭურჭლის მრეცხავი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო აფიშა
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ჭურჭლის მრეცხავი
სასტუმრო აფიშა აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე 
სასტუმრო “აფიშა”, ეძებს გუნდის წევრებს, რომელებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანმშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.

სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.
სასტუმრო აფიშაში, ჭურჭლის მრეცხავი პასუხისმგებელია უზრუნველყოს სისუფთავე და მოწესრიგებული გარემო კვების ობიექტებზე. პოზიცია მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს სისუფთავის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მაღალი სტანდარტები.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული ინსტრუქციების დაცვა (სანაგვე ყუთის დაცლა, ჭიქების რეცხვა და ა.შ.);
  • ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
  • სარეცხი მოწყობილობების სწორად გამოყენება;
  • სამუშაო ადგილზე სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;

მოთხოვნები:
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.