დასუფთავების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო აფიშა
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
სასტუმრო “აფიშა”, ეძებს გუნდის წევრებს, რომელებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანმშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.
სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით. სასტუმრო აფიშაში, დასუფთავების თანამშრომელი პასუხისმგებელია უზრუნველყოს სისუფთავე და მოწესრიგებული გარემო ოთახებსა და სასტუმროს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. პოზიცია მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს სისუფთავის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მაღალი სტანდარტები.
სასტუმრო “აფიშა” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:  დასუფთავების თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების ოთახების დასუფთავება და მოწესრიგება არსებული სტანდარტების და პროცედურების მიხედვით.
  • დასუფთავებისთვის საჭირო ნივთების მომარაგება და კონტროლი;
  • სტუმრების ოთახების, საერთო სივრცეების და ოფისების, სასტუმროს საკუთრებაში არსებული მიმდებარე ტერიტორიების რეგულარული შემოწმება, სისუფთავის უზრუნველყოფა და შენარჩუნება, სასტუმროს სტანდარტებთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის მიხედვით. 
  • შრომის, უსაფრთხოების და სანიტარული რეგულაციების დაცვა და შენარჩუნება, ქიმიკატებთან და პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობასთან პროცედურების შესაბამისად მოპყრობა. 
  • სტუმრებთან პოზიტიური ინტერაქცია, მათი მოთხოვნების გათვალისწინება და დროული რეაგირება. 

მოთხოვნები:
  • სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • კარგი საორგანიზაციო და დროის მართვის უნარები, დეტალებზე ორიენტირება.
  • სასურველია დასუფთავების პროცედურების, დასუფთავების ტექნიკების ცოდნა. 

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.