სისტემური ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი რუმს ჰოტელს ლაბი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ინფორმაციული ტექნოლოგიები: სისტემური ადმინისტრატორი
ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS- ი აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • Windows OS სერვერების ინსტალაცია და ადმინისტრირება;
  • Windows OS სერვერების სისტემების მართვა - AD DS, GPO, AD CA, PKI, DNS, DHCP, WSUS, RDS, Radius, NPS, DFS, WDS-ის და მონიტორინგი;
  • Active Directory-ის კონფიგურაცია და მართვა.
  • Windows OS ფაილ სერვერის მუშაობის მხარდაჭერა, წვდომების გაწერა;
  • ცენტრალური ანტივირუსული სისტემის დანერგვა, მართვა, მონიტორინგი: (Symantec Endpoint Protection);
  • მონიტორინგ სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია;
  • Microsoft 365 ადმინისტრირება და მხარდაჭერა;
  • VMware-ის პლატფორმაზე ვირტუალური გარემოს მართვა (vSAN, vCenter)
  • System Log-ების მონიტორინგი;
  • სარეზერვო სისტემების დანერგვა, მართვა, მონიტორინგი (Veeam);
  • სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფების მუდმივი მონიტორინგი;
  • სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • IT პროექტების შესრულება, სამუშაო ვადები და ხარისხის კონტროლი;
  • ახალი და განვითარებადი IT ტექნოლოგიების ტრენდების მონიტორინგი და სიახლეების ინიცირება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
  • განხორციელებული სამუშაოების დოკუმენტირება, რეპორტის წარმოება;
  • დაგეგმილი IT ინფრასტრუქტურის ტექნიკური სამუშაოების შესრულება და მონიტორინგი. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში);
  • ITIL სტანდარტების საბაზისო ცოდნა;
  • MCP ან MCSA ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად;
  • HPE, Dell, Cisco სერვერების ცოდნა;
  • Microsoft Windows Server-ის ცოდნა;
  • ქსელური ტექნოლოგიებისა და კონცეფციების ცოდნა;
  • Powershell-ს  ცოდნა მაღალ დონეზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად;
  • 2 წლიანი გამოცდილება IT ინფრასტრუქტურისა და მომსახურების მიწოდების    მხარდაჭერის სფეროში ;
  • Web სერვერებთან (IIS) და სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
  • VMware-ის ვირტუალურ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია Linux ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft 365 სერვისების ადმინისტრირების გამოცდილება.

საჭირო უნარები:
  • ანალიტიკური/ კრიტიკული აზროვნება;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის მენეჯმენტი;
  • გუნდური;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დამატებითი სარგებელი:
  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • დაზღვევა;
  • კვება; 
  • სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.tbilisi@roomshotels.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.