ურბანისტი/გრგ-ის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ტასჰაბი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი)
შპს "ტასჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ურბანისტის/გრგ-ის სპეციალისტის პოზიციაზე.

პირობები:
სამუშაო ადგილი - თბილისი, კრწანისის ქუჩა #22/24;
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • განაშენიანების რეგულირების გეგმის  (გრგ) მომზადება და შეთანხმება;
  • გრგ-ის სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება;
  • შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა;
  • პროექტის მართვა.
  • შენობა-ნაგებობის მოდელირება; ვიზუალიზაცია.
  • დამსაქმებლის მიერ დავალებული სხვა სამუშაოს შესრულება შესაბამის სფეროში.

მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
  • ურბანისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია გრგ-ზე მუშაობისა და მისი შეთანხმების გამოცდილება;
  • საქართველოში მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის ცოდნა.
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Archicad , Autocad , Revit, Lumion)
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 (სასურველია)

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • მშვიდ და  მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო (შეთანხმებული გრგ-ის მონაცემების მითითებით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.khizanishvili@tashub.ge არაუგვიანეს 2024 წლის 15 ოქტომბრისა. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.