არქიტექტორი

თბილისი სრული განაკვეთი სპექტრუმ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: არქიტექტორი
კომპანია სპექტრუმი, წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. 
ვაცხადებთ ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.   

მოვალეობები:
  • ყველა საპროექტო ფაზაზე (კონცეპტუალური, სქემატური, დეტალური) სრულფასოვანი სანებართვო, სამშენებლო და საპრეზენტაციო მასალის მომზადება;
  • დამკვეთებთან კომუნიკაცია, საპროექტო დავალების ჩამოყალიბება;
  • ოქმების წარმოება როგორც დამკვეთებთან ასევე მომიჯნავე სპეციალისტებთან;
  • ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა;
  • სამუშაოს დაგეგმვა და შესრულება განსაზღვრულ ვადებში;
  • მშენებლობაზე საავტორო ზედამხედველობის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება;
  • კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • ნახაზების შედგენა საპროექტო პროგრამა Revit-ში;
  • პროფესიული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, Photoshop, InDesign;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, outlook).

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • დროის ეფექტური მართვა; 
  • ორგანიზების კარგი უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური და პასუხისმგებლიანი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 
  • შრომისმოყვარე და ენერგიული;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
  • პუნქტუალური.

ნაზღაურება და სხვა ბენეფიტები:
  • ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “არქიტექტორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.  
“სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.