მძღოლი

მივლინება: არა ხელფასი: 1100
მართვის მოწმობა: B, C
ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის  პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი, 
ანაზღაურება: დღეში 1100 ლარი 
გრაფიკი: სრული განაკვეთი, დასვენების დღე- კვირაში 1 ან 2 დღე

დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:
  • უზრუნველყოს ტვირთის გადაადგილება მაღაზიიდან, პავილიონიდან და საწყობიდან;
  • კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე ასევე ჩაერთოს სახლში მიტანის სერვისშიც;
  • შეასრულობა უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საკუთარი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • B და C კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები და უნარ- ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, 
  • ორგანიზებულობა, 
  • სტრესული გარემოების მართვის უნარი; 
  • შრომისმოყვარე, 
  • დისციპლინირებული, 
  • გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ერთჯერად კვებას;
  • უფასო სამგზავრო ბარათს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
  • Fit-pass-ს.
  • ძალიან მეგობრულ,  საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;

მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60,000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.  მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.

თუ  აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ: 
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე:hr@mihouse.ge და  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!