სააქციო საზოგადოება „თელასი“აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას, ეკონომიკური ანალიზის ჯგუფის საინჟინერინგო მომსახურების ექსპერტის თანამდებობაზე
ძირითადი თანამდებობრივი მოვალეობები - საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურება, საანგარიშო-ანალიტიკური სამუშაპები, მონაწილეობა სხვადასხვა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაში;
- მშენებლობის ორგანიზების პროექტების (მოპ), სამუშოების წარმოების პროექტების (სწპ), „თელასის“ საქმიანობის სფეროში შემავალი ყველა სახის სამუშაოს ტექნოლოგიური რუკების (ტრ) შედგენაში მონაწილეობა;
- საზოგადოების მუშაკების და ქვედანაყოფების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფაში მონაწილეობა, საწარმოო-სამოქალაქო და ენერგეტიკულ მშენებლობაში ფასწარმოქმნის ნაწილში;
- გარე ორგანიზაციების კომერციული წინადადებების, ასევე საქონელსა და მომსახურებაზე ფასების საბაზრო ფასებთან შედარება;
- კალკულაციების, ერთეული განფასებების, ხარჯთაღრიცხვის, გაანგარიშებების, სამუშაოების და მომსახურებების შედგენა და შედარება თელასში მიღეულ შესაბამის საინფორმაციო ბაზასთან (სამუშაო ადგილზე სწავლების შემდეგ);
- საწყისი მასალების მომზადება საორგანიზაციო, ტექნიკური და ტექნლოგიური ღონისძიებების ეკონომიკური ეფექტურობის გაანგარიშებისთვის;
- საწყისი მონაცემების მომზადება (ტექსტები, ცხრილები, ფასები, ინფორმაციის სუსრულე) სახარჯთაღრიცხვო-ტექნიკრუი დოკუმენტაციის ეკენომიკური ანალიზისთვის;
- საწარმოო ქრონომეტრაჟში მონაწილეობა სხვადასხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას;
- ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებების შესრულება ეკონომიკის, შრომისა და ხელფასების განყოფილების შესახებ დებულების შესაბამისად;
მოთხოვნები განათლებისა და სწავლების მიმართ: - უმაღლესი ტექნიკური განათლება (საწარმოო-სამოქალაქო ან ენერგეტიკული მშენებლობა, საინჟინრო ეკონომიკა, სამშენებლო ბიზნესის ორგანიზება…).
- მშენებლობაში ან ენერგეტიკაში მუშაობის გამოცდილება
- არანაკლებ 5 წელი.
მუშაკმა უნდა იცოდეს: - ნორმატიული დოკუმენტაციის საფუძვლები: სამშენებლო წესები და ნორმები, გოსტი, სახელმწიფო ელემენტური სახარჯთაღრიცხვო ნორმები, ემწ, მდმ და სხვა. (მათ შორის ადგილზე სწავლების შემდეგ) სამშენებლო-სამონტაჟო, ენერგეტიკული და გაშვება-გაწყობის სამუშაოების შესრულებისას;
- საქართველოს ძირითადი საკანონმდებლო აქტები, თანამდებობრივ მოვალეობებთან მიმართებაში;
- სამშენებლო და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობისას ტექნოლოგიის ძირითადი ასპექტები.
- საზოგადოებაში, ენერგეტიკულ და საწარმოო მშენებლობაში ფასწარმოქმნის საფუძვლები (მათ შორის ადგილზე სწავლების შემდეგ);
- მეთოდური მასალები, რომელიც ეხება დაგეგმარების ორგანიზებას, ღირებულებითი ნორმატივების შემუშვებას, საწარმოს საქმიანობის ეკონომიკური ეფექტურობის განსაზღვრას;
ენების ცოდნა - ქართული - თავისუფალი ფლობის დონე; რუსული – თავისუფალი ფლობის დონე; ინგლისური – საბაზო ცოდნა.
პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა: - Microsoft Windows ოჯახის საოპერაციო სისტემა;
- MS Office (Word, Excel, PowerPoint);
- MS Outlook.
- სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა:
- TelDoc, თელასი-ხარჯთაღრიცხვა (ადგილზე სწავლების შემდეგ);
სამუშაო გრაფიკი: დასაქმება – სრული სამუშაო დღე. გამოსაცდელი ვადა: 3 თვე. თანამდებობრივი სარგო – დარიცხვა თვეში 3000 ლარის ოდენობით (დანამატების გარეშე). ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტაზე vakansia@telasi.ge 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. ქართულ და რუსულ ენებზე (სავალდებულოა). სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.