მოლარე/სერვის-კონსულტანტი

ქუთაისი სრული განაკვეთი ექსტრამითი
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ევროპული ხარისხის საწარმოა. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 3 მიმართულებით: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები და თევზეული.

კომპანია "ექსტრამითი" საკუთარ პავილიონებში აცხადებს ვაკანსიას მოლარეს/სერვის-კონსულტანტის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი.
სამუშაო განრიგი: ცვლებში.



მოლარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები.

  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება.
  • სალარო ოპერაციების ზუსტი და დროული აღრიცხვა.
  • მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება .ენერგიულად ,სწრაფად და სრულყოფილად მომსახურება.
  • სტუმართან დღის შეთავაზებების და ახალი პროდუქციის შესახებ კომუნიკაცია .

 

მოთხოვნები:

  • სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
  • გამართული მეტყველების უნარი.
  • 1 c -ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

 

ჩვენთან გთავაზობთ:

  • ოჯახურ სამუშაო გარემოს.
  • ბევრი ახალი და საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობას.
  • სწავლა, განვითარებას, კარიერულ წინსვლას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას.
  • თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე.
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ ტრანსპორტირებას.

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: დღეში 42 ლარი + ბონუსი (გამომუშავების მიხედვით).


სერვის-კონსულტანტი

მოთხოვნები:

  • მომხმარებლის ხარისხიანად და ეფექტურად მომსახურება;
  • პავილიონში ერთ ან რამოდენიმე პოზიციაზე მუშაობის უნარი;
  • უზრუნველყოს კერძების მომზადება პავილიონში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • შეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
  • უზრუნველყოს პროცედურების და სტანდარტების დაცვა პავილიონში.


პიროვნული თვისებები:

  • სიახლეებთან ადაპტაციის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილების და მართვის უნარი;
  • სწრაფ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოტივირებულობა;
  • კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარების და ზრდის სურვილი.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: დღეში 42 ლარი +ბონუსი (გამომუშავების მიხედვით).

კანდიდატების შერჩევა მოხდება მათი გამოცდილების, პიროვნული თვისებების და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: vacancy@extrameat.ge ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: +995 599 08 50 08