AML სპეციალისტი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საბანკო: AML/CFT სპეციალისტი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში წარმოდგენილ  50 ფილიალს. 
კომპანია  აცხადებს ვაკანსიას  AML სპეციალისტის  თანამდებობაზე.  
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა: 
  • კომპანიის კლიენტების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის/სქრინინგის პროცესის მონიტორინგი;   
  • მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების იდენტიფიკაცია/გამოვლენა და ანგარიშგება მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;   
  • ფინანსური მონიტორინგისთვის მიწოდებული ანგარიშგებების ჟურნალის წარმოება და მისი მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;   
  • არსებული კანონებისა და რეგულაციებისთვის მუდმივი თვალყურის დევნება;  
  • “იცნობდე შენს კლიენტს“ კითხვარის შემოწმება შიდა დებულების შესაბამისად; 
  • FMS-იდან მიღებულ წერილებზე დროული რეაგირება; 
  • იურიდიული პირების საბუთების შემოწმება; 
  • სხვა დაკავშირებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ფლობა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის საკითხებზე საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის რეგულაციებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად ; 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • მიზანდასახული; 
  • შედეგზე ორიენტირებული; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები; 
  • კვებას;  
  • დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან. 
 
ანაზღაურება : კვალიფიკაციის შესაბამისი.  
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ  რეზიუმე  ქართულ ენაზე ,ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე : vacancy@creditservice.ge  ან http://www.creditservice.ge/career.html და სათაურის (გრაფაში  “subject”) ველში მიუთითოთ ის თანამდებობა ,რომელზეც აგზავნით განაცხადს. 
გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. 
 
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!