ქოლ-ცენტრის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მკითხველი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია „მკითხველი’’ 2015 წლიდან პოზიციონირებს და წამყვან ადგილს იკავებს წიგნების სამომხმარებლო ბაზარზე. 
კომპანია „მკითხველი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე !

ფუნქცია  მოვალეობები: 
  • ქოლ-ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მართვა; 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების  სამუშაო დროის და მათი სამუშაო პროცესის ორგანიზება;
  • ქოლ -ცენტრის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • სამოტივაციო პროგრამების და წამახალისებელი აქტივობების ინიცირება;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით; 
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით  მენეჯერულ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office - ის საბაზისო ცოდნა;

კომპეტენციები და პიროვნული უნარ - ჩვევები: 
  • ლიდერული და მენეჯერული უნარები;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დისციპლინირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

სამუშაო გრაფიკი:
  • სრული განაკვეთი;  ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 
  • სამუშაო საათები:   10:00 საათიდან 18:00 საათამდე. 
  • ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com  
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება! 

გისურვებთ წარმატებებს!