ანაზღაურებადი სტაჟირება ბეტონის ქარხნის ლაბორატორიაში

თბილისი სტაჟირება ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: ქვა/ბეტონი
ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიასგან საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი  ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 
 
ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიასგან აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ქ. თბილისში არსებული ბეტონის ქარხნის ლაბორატორიაში, დასაქმების პერსპექტივით.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (ფონიჭალა და ფეიქართა ქუჩა)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (შაბათი და კვირა დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 სთ
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე (შემდგომი დასაქმების და განვითარების პერსპექტივით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამშენებლო ობიექტებიდან ბეტონის სინჯების  ავტომობილით ტრანსპორტირება ქარხანაში და ანალიზების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება.
  • ქარხანაში შემოსული სხვადასხვა ნედლეულის ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრების შემოწმება მენტორის დახმარებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო სფეროში
  • MS Office მუშაობის გამოცდილება
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

არსებული ბენეფიტები:
  • საქმიანობის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილის შესწავლა
  • ტრენინგები სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა საუკეთესო  პირობებით

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ბეტონის ქარხნის ლაბორატორიის სტაჟიორი (თბილისი)
გისურვებთ წარმატებას!
 
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 
 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 
 
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.  
 
ჰანიველ ცემენტი  კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.