სამკურნალო მასაჟის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ოსტეოპათიური ცენტრი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სილამაზე/ესთეტიკური მედიცინა: მასაჟისტი
„ოსტეოპათიური ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას სამკურნალო მასაჟის სპეციალისტის პოზიციაზე.

ოსტეოპათიური ცენტრი თბილისში 2015 წელს დაფუძნდა, რის შემდეგაც იგი ათასობით ადამიანს დაეხმარა სხვადასხვა დაავადებისა და დისფუნქციის დაძლევაში. ჩვენი მიდგომა აერთიანებს ოსტეოპათიას, სამკურნალო მასაჟსა და რეაბილიტაციას, რომელთაგან თითოეული უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტების მიღება და გაცნობა;
  • პაიენტების დიაგნოსტირება;
  • პაციენტების მკურნალობა;
  • საჭიროების შემთხევაში პაციენტებისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა (პრობლემის არსებობის შემთხვევაში);
  • ოსტეოპათისგან გადმომისამართებული პაციენტების მიღების შემთხვევაში, პაციენტის ისტორიის გაცნობა, აუცილებლად და მხოლოდამხოლოდ დანიშნულებსათან შესაბამისი პროცედურების ჩატარება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაცის განხრით;
  • სულ მცირე 6-12 თვიანი სასწავლო კურსი სამასაჟე ტექნიკების მიმართულებით;
  • მასაჟისტის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება.
  • შემდეგი ტიპის მასაჟების ცოდნა: სამკურნალო, ანტიცელულიტური, სარელაქსაციო და ლიმფოდრენაჟული;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პაციენტებთან გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ, ინგლისურ და/ან რუსულ ენებზე.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: s.kvaratskhelia@osteo.ge
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!