უნიფორმებზე ზრუნვის სპეციალისტი

თბილისი მოქნილი გრაფიკი Proxy Live Solutions
მივლინება: არა
განათლება: არასრული საშუალო განათლება ენები: ქართული
დასუფთავება: ქიმწმენდა

Proxy Live Solutions აცხადებს ვაკანსიას უნიფორმებზე ზრუნვის სპეციალისტის პოზიციაზე.


უნიფორმებზე ზრუნვის სპეციალისტი პასუხისმგებელია ორგანიზაციაში უნიფორმებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების მართვასა და მოვლაზე. აღნიშნული პოზიცია უზრუნველყოფს უნიფორმების სისუფთავეს, მათ საუკეთესო კონდიციაში შენახვას და ინდუსტრიისა და კომპანიის სტანდართებთან შესაბამისობაში მოყვანას.


უნიფორმებზე ზრუნვის სპეციალისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


უნიფორმების ხარისხის კონტროლი:

  • დაზიანებისა და ცვეთის ნიშნების კონტროლი
  • საჭიროებისამებრ ჩანაცვლებისა და შეკეთების კოორდინაცია
  • უნიფორმების შესაბამისობა კომპანიის სტანდარტებთან


დასუფთავებისა და მოვლის კოორდინაცია:

  • რეგულარული პროფესიული წმენდის ორგანიზება
  • უნიფორმების საუკეთესო კონდიციაში შენარჩუნება და კომპანიის გაიდლაინებთან შესაბამისობაში მოყვანა
  • უნიფორმების რეცხვა და გაშრობა საჭიროებისამებრ, შემდგომ კუთვნილი ადგილების მინიჭება


რეპორტინგი და დოკუმენტიაცია:

  • უნიფორმების მოვლის დეტალური დოკუმენტაციის წარმოება, მათ შორის წმენდისა და შეკეთების შესახებ.


თანამშრომელთა მხარდაჭერა:

  • თანამშრომელთა მხარდაჭერა უნიფორმებთან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებზე


უნიფორმების ოთახისა და სათადარიგო უნიფორმების ადგილის მოვლა:

  • უნიფორმების ოთახისა და სათადარიგო უნიფორმების ადგილის გასუფთავება და ორგანიზება
  • სათავსოების სისუფთავესა და წესრიგზე ზრუნვა


ანაზღაურება:

საათობრივი ანაზღაურება 6 ლარი, გროსი


რას გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • მოქნილი გრაფიკი
  • Fit pass
  • კორპორატიული ფასდაკლების ბარათი
  • უფასო სასმელები და ხილი ოფისში
  • რეფერალური პროგრამა


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: careers@proxylivesolutions.com, გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.