ტრავმის კურიერი

თბილისი სრული განაკვეთი 4Hospitals
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია: კურიერი
„4Hospitals“   სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს  სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია ,,ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე’’ _  შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს; 

"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას ტრავმის კურიერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები
  • შეკვეთის დაკომპლექტებაში აქტიური მონაწილეობის მიღება, ტრავმის საწყობის მენეჯერთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში;
  • მუდმივი კომუნიკაცია დამკვეთი კლინიკის მედ-პერსონალთან, შეკვეთის მიტანის კოორდინირებულობის მიზნით;
  • ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ინსტრუმენტებისა და დარჩენილი პროდუქციის შესაბამისი ფორმით დაკომპლექტება და საწყობში უდანაკარგოდ და დაუზიანებლად მობრუნება;
  • მის მიერ გადააადგილებული პროდუქციის აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდება ტრავმის საწყობის მენეჯერისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება შემოსულ მოთხოვნაზე და სასწრაფო შეკვეთების დროულად მიტანის უზრუნველყოფა;
  • ტრავმის პროდუქციის მაქსიმალური სიზუსტით შესწავლა და ცოდნის მუდმივი გაღრმავება;
  • ინსტრუმენტების მუდმივი შემოწმება, ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ - ასევე შესაბამისი მითვლა, რომ არ იყოს დანაკლისები.

პასუხიმგებლობები
  • მოთხოვნილი ინსტრუმენტებისა და პროდუქციის სწორი აწყობა, კლინიკამდე მიწოდება.
  • დასაბრუნებელი პროდუქციის ადგილზე მითვლა და სწორი ნაშთით დაბრუნება საწყობში.
  • პარტნიორი კლინიკების ტრავმატოლოგებისა და ექთნების უკმაყოფილებაზე, რაც გამოწვეულია არადროული და უხარისხო მომსახურებით.

მოთხოვნები
  • აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა.
  • აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ,  კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და  კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების  შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;  
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა,  გამოგვიგზვანეთ  თქვენი რეზიუმე   მისამართზე: vacancy@4hs.ge 
გთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!