შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
- შესყიდვების დეპარტამენტის მოთხოვნის დამუშავება საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებით;
- კონტაქტი მომწოდებლებთან;
- კონტაქტი გადამზიდ კომპანიებთან;
- სრული დოკუმენტაციის მიწოდება საბაჟო გაფორმების ჯგუფისთვის;
- საქონლის გადაადგილების მუდმივი მონიტორინგი;
- შესაბამისი რეპორტების მომზადება ხელმძღავნელობისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- უცხო ენების გამართული ცოდნა;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება იდენტურ პოზიციაზე მუშაობის;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო)
- კვება;
- Fitpass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!