შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიების ტექნიკური ჯგუფების ზედამხედველობა და მართვა;
- ყველა ფილიალში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, ვენტილაციის, გათბობის და სხვა საინჟინრო სისტემების გამართულობისა და უწყვეტი მუშაობის კონტროლი და მონიტორინგი;
- კომპანიის საკუთრებაში არსებული შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
- საინჟინრო სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მარაგების მართვა;
- მცირე და ძირითადი რემონტის ორგანიზება და შედეგების მოხსენება ხელმძვანელებისთვის;
- სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დადგენილ ვადების დაცვა და ხარისხის კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა სარემონტო სამუშაოებზე ხელშეკრულებების გაფორმებაში;
- ფილიალების ტექნიკური ჯგუფების მიერ სახანძრო უსაფრთხოების შიდა სტანდარტებთან და შრომის დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობის ორგანიზება და კონტროლი;
- დეპარტამენტის ბიუჯეტის მომზადება, კოორდინაცია დირექტორთან და ხელმძღვანელობასთან;
- შესრულებული სამუშაოების და სახარჯო მასალების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნნები:
- უმაღლესი განათლება საინჟინრო-ტექნიკური განხრით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- შეძლოს სამშენებლო და სარემონტო ნახაზების და პროექტების წაკითხვა;
- საინჟინრო სისტემებთან, მოწყობილობებთან და ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკურ მოწყობილობებთან და მექანიზმებთან მუშაობის გამოცდილება;
- ელექტროენერგეტიკის საფუძვლების ცოდნა (ელექტრომომარაგების სისტემები, ელექტრო განათება);
- საბაზისო სანტექნიკის ცოდნა (ცხელი/ცივი წყალმომარაგება);
- მუშაობის გამოცდილება BMS (შენობის მართვის სისტემები)-თან;
- უსაფრთხოების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- დავკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
- პრობლემის დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
- საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- დროის მენეჯმენტი და დედლაინებში მუშაობის უნარი;
- გუნდის მართვის და საქმის დელეგირების პრინციპების ცოდნა;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ;
- ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
- ჯანმრთელობის საზღვევა(ინდივიდუალური/საოჯახო)
- კვება;
- FitPass ბარათი;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!