საწყობის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი თერმოინდუსტრია
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
შპს „თერმოინდუსტრია“ რომელიც არის გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა–კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
 
სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი.
კომპანია უზრუნველყოფს: დაზღვევას და კვებას.
 
ძირითადი ფუნქციები
  • საწყობში არსებული პროდუქციის შესწავლა;
  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის გამზადება და მანქანაში ჩატვირთვა;
  • მიღებული მომარაგების მანქანის ჩამოცლა;
  • ახალი პროდუქციის განთავსება, საწყობში არსებულ შესაბამის თაროებზე.

პიროვნული თვისებები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური.
  • კეთილგანწყობილი


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com სათაურის ველში მიუთითეთ „საწყობის თანამშრომელი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებით: რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით - ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თერმოინდუსტრიამ დაამუშაოს  თქვენი როგორც კანდიდატის პერსონალური მონაცემები არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული მიზნით, თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შეინახება და დამუშავდება არაუმეტეს 3 თვის ვადით. ამასთან ერთად თქვენ უფლებამოსილი ხართ:
მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც თერმოინდუსტრია ამუშავებს თქვენს შესახებ;
ასევე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნულის თაობაზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@thermoindustria.com

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს „თერმოინდუსტრია“   მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ასევე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნულის თაობაზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@thermoindustria.com