გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Asbc
მივლინება: არა ხელფასი: 850 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია "iSpace" აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას. 
ლოკაცია: თბილისი (თბილისი მოლი, გალერია თბილისი) 
"iSpace" - Apple-ის ერთადერთი Premium Reseller მაღაზიათა ქსელია საქართველოში. 

თუ გინდა: 
  • დასაქმდე საერთაშორისო ორგანიზაციაში 
  • გახდე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კომპანიის, Apple პროდუქტების ექსპერტი 
  • გქონდეს წვდომა Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმასთან 
  • იმუშაო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდებთან 
  • შეისწავლო უახლესი ტექნოლოგიები და გახდე პროფესიონალი 
  • გქონდეს კარიერული ზრდის ფართე არეალი და უნიკალური შესაძლებლობა 
  • ჩაერთო თანამშრომლებზე გათვლილ ლოიალურობის პროგრამაში 
  • გქონდეს დაზღვევა და სხვა ბენეფიტები 
  • გქონდეს მაღალი ანაზღაურება, რომელიც არ არის შეზღუდული და მხოლოდ შენზე იქნება დამოკიდებული მისი მოცულობა 
  • იმუშაო პროფესიონალებთან ერთად 

გსიამოვნებს გაყიდვები და ფლობ ინგლისურ/რუსულ ენას კარგად? 
მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის! 

ძირითადი მოვალეობები: 
  • მომხმარებელთა მომსახურება 
  • მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა 
  • პროდუქციის განლაგება Apple სტანდარტების შესაბამისად 

საჭირო უნარ-ჩვევები: 
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • დისციპლინირებულობა 

სამუშაო რეჟიმიც დაგაინტერესებთ: 
  • განაკვეთი - სრული. 
  • ვმუშაობთ კვირაში 5 დღე (40 საათი) 2 დღე დასვენება. ცვლები: 10:00 – 19:00, 11:00-20:00, 13:00-22:00 (მცოცავი გრაფიკი) 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 850 ლარი + ბონუსი (საშუალოდ1700-2000) 

თუ თვლი, რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, გინდა კარიერული ზრდა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაშინ CV მოგვაწოდე ამ ელექტრონულ მისამართზე: l.mzhavia@asbc.ge სათაურის ველში მიუთითე - "iSpace გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი".