უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი/რეალტორი

თბილისი მოქნილი გრაფიკი ჯი ქეი ქორფორეიშენ
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება ენები: ქართული, ინგლისური
გაყიდვები: უძრავი ქონება იურიდიული: უძრავი ქონება
მას შემდეგ, რაც ჯი ქეი გამოდგა ზეწარმატებული სტარტ აპი, გადაწყვიტა გაფართოება და ახალი ოფისისთვის ახალი კადრების მოძიება.  ჯი ქეი ქორფორეიშენ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის / რეალტორის პოზიციაზე. კომპანია გთავაზობთ სამსახურს მეგობრულ, პროგრესულ და სასიამოვნო საოფისე გარემოში, სადაც შეგიძლიათ შეისწავლოთ საქმე, მიიღოთ მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და მომსახურების მიმართულებით, ამასთანავე კომპანია უზრუნველყოფს ყველა სამუშაო ხარჯს.


მოვალეობები:

  • პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება; 
  •  ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ობიექტის მოძიება;
  • უძრავი ქონების განთავსება შესაბამი პორტალებზე;
  • დამკვეთებთან შეთანხმებით ადგილზე ვიზიტების დაგეგმვა და წარმართვა;
  • მომხმარებელთათვის ამომწურავი და კომპლექსური ინფორმაციის მიწოდება;
  • საქმის ორგანიზება და გრაფიკით განსაზღვრულ დროში გადაწყვეტა.


მოთხოვნები:

  • შეთავაზების უნარი;
  • სატელეფონო შეთავაზების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დროის მენეჯმენტი;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (დამატებით ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); 
  • საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • საქმის წარმართვის უნარი;
  • გუნდურობა;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი. 


რას გთავაზობთ ჯი ქეი:

  • ოფისი მ/ს წერეთლიდან 80 მეტრში (30 წამის სავალზე);
  • მზარდი საპროცენტო ბონუსი;
  • პროფესიის ადგილზე, სწრაფად და ეფექტურად შესწავლა; 
  • ტრენინგები;
  • სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00 (შაბათი 11:00-15:00);
  • კარიერული წინსვლისა და პოზიციური განვითარების პერსპექტივა;
  • მივლინებები და სხვადასხვა პრიზები საუკეთესო თანამშრომლებისთვის. 


აუცილებელია კანდიდატი მუშაობდეს ოფისიდან, არ განიხილება დისტანციურად მუშაობა. შესაძლებელია ხელშეწყობა სტუდენტებისთვის.


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: gk.manager.2024@gmail.com